06, აპრილი 2021 17:20:00
„პოლიტიკურად უგუნური საქციელია, ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ჩადის“ - ასე ეხმაურებიან მთავრობის მეთაურის განცხადებას “ლელოში“. გრიგოლ გეგელიას თქმით, ისინი, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, დიპლომატების ჩართულობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მაგიდის აყირავებას არ აპირებენ. შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ოპოზიციასთან „უშინაარსო და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასაკარგი დრო“ არ აქვს.