06, აპრილი 2021 21:05:00
გურამ დოჩანაშვილი დაკრძალეს. მწერალი სამების საკათედრო ტაძრიდან საზოგადოებამ ტაშით გააცილა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოჯახს, კლასიკოსი მწერალის მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა შესთავაზეს. თუმცა, ანდერძის თანახმად, გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით გაასვენეს. გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის „ნიუჰოსპიტალსში“, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.