07, აპრილი 2021 17:48:00
ბათუმში, აბუსერიძის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსის ჭერი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად, რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. დაზარალებულების თქმით, შენობის ავარიულობის შესახებ, მერია ინფორმირებული იყო, თუმცა, ამ ფაქტამდე, უწყებიდან, საკითხით არავინ დაინტერესებულა. რა ბედი ელით ღია ცის ქვეშ დარჩენილ ადამიანებს?
თიკანაძეების, სამ წევრიანი ოჯახი ახლა საცხოვრებელის გარეშეა. გუშინ, გვიან ღამით, ბათუმში, ტბელ აბუსელიძის 29-ში, სახოვრებელი სახლის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ოჯახის თქმით, კორპუსის ავარიულობის შესახებ, მერია ინფორმირებული იყო. გვიყვებიან, რომ უწყებას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მათი სიცოცხლე საფრთხის წინაშე მაინც დადგა.
კორპუსუს დაზიანებულ ნაწილში, სულ, თორმეტი ოჯახი ცხოვრობს. შენობის ავარიულობის გამო, მუდმივ შიშში არიან. ამბობენ, რომ ბინებში სამშენებლო მასალები ყოველდღიურად ცვივა. საცხოვრებლებში კედლები და იატაკი დაბზარულია. რამდენიმე ოჯახი, საკუთარი სახსრებით ქირითაც კი გადავიდა.
ადგილობრივების თქმით, მერიას შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნაც აქვს, რომელიც მრავალბინიანი შენობის ავარიულობას მოწმობს. აქ მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ოჯახში სააბაზანოს ჭერი ჩამოინგრა, თუმცა, მათთვის, შესაბამის უწყებებს, დახმარება არც მაშინ გაუწევიათ.
გაუწევს თუ არა ბათუმის მერია ოჯახებს დახმარებას? ქალაქის დანიშნული მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე, ყველა მათგანის ქირით უზრუნველყოფა მოხდება.
აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, ექსპერტიზის დასკვნა 2019 წელს მომზადდა, თუმცა, მერიამ ოჯახები უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ამ ინცინდენტის შემდეგ გადაწყვიტა.