08, აპრილი 2021 21:58:00
სტუდენტების მობილიზება აჭარიდან. მმართველ გუნდს ახალგაზრები იმ აქციაზე გაჰყავს, რომლის ორგანიზატორიც მომღერალი გია გაჩეჩილაძეა. წამსვლელთა მსურველებს სოციალური ქსელის მეშვეობით აგროვებენ. საქმე იმაშია, რომ ხვალ, დედაქალაქში ოპოზიციის საწინაარმდეგო აქციაა დაგეგმილი. მიმოწერის სქრინი ხელში სულხან მესხიძეს ჩაუვარდა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება და უფრო მეტ დეტალეს გვეტყვის.

„ქართული ოცნება“ „უცნობის“ იგივე გია გაჩეჩილაძის სამსხურში. მმართველი პარტია რეგიონებში სტუდენტების მობილიზებას ახდენს, მათ შორის ბათუმიდანაც. ხვალ, დედაქალაქში მომღერლის მიერ დაანონსებული აქცია-კონცერტი უნდა გაიმართოს, რომელზეც ახალგაზრდების დასწრებას ითხოვენ. „TV 25“-სთვის ექსკლუზიურად იმ მიმოწერის შინაარსი ხდება ცნობილი, რომელიც სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება. აქციაზე დამსწრეთა სიას საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრი და ბსუ-ს სტუდენტი მარიამ თავბერიძე ადგენს, რომელმაც გვითხრა, რომ ახალგაზრდების ინფორმირების და მობილიზების შესახებ დავალება უფროსისგან, ნინიკო ჯაფარიძისგან მიიღო.
საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევთან, ნინიკო ჯაფარიძესთან დაკავშირება დღეს ვერ შევძელით. ორგანიზაციას საკუთარი ოფიციალური საიტი არ გააჩნია, სოციალური ქსელის გვერდზე მითითებულ ნომერზე კი გვითხრეს, რომ „ოცნებისგან“ არანაირი დავალება არ მიუღიათ და არც პოლიტიკურ აქციაზე წამსვლელთა სიას არ ადგენენ.
ნაციონალურ მოძრაობაში დარწმუნებულები არიან, რომ უცნობის ხვალინდელი აქციისთვის რესურს ქართული ოცნება ხარჯავს. ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს, საბავშო ბაღის თანამშრომლებსა და სტუდენტებს აქციაზე დასწრებას აიძულებენ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, გიორგი მანველიძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. უმაღლესი საბჭოს წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა კი ინფორმაცია უარყო. ცნობისთვის, მომღერალი გია გაჩეჩილაძე 9 აპრილს, მარადისობის დღეს აფუძნებს და ოპოზიციის წინააღმდეგ ხალხი გამოჰყავს. უცნობის თქმით, ეს მდუმარე შეკრება იქნება, რომელზეც ოპოზიციის გამოსვლების მოწინააღმდეგე საზოგადოება გადმოვა.