08, აპრილი 2021 21:15:00
ამ ფონზე, რა განწყობებია ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით და რას ფიქრობს ხალხი იმინიზაციის შესახებ. მოსახლეობის აზრები ამ მიმართულებითაც ორად იყოფა. თუ ერთი ნაწილი აცრას არსებული კრიზისიდან გამოსვლის გზად მიიჩნევს, მეორე ნაწილი ანტივაქსერია. როგორ აფასებენ არსებულ მდგომარეობას ჯანდაცვის სფეროში და რას ფიქრობენ ეკონომისტები ვაქცინასთან დაკავშირებით.
ასეთ კატეგორიულ უარს, მოქალაქეები კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე ამბობენ. ვაქცინაციის პროცესს უნდობლობას უცხადებენ. ამას კი, იმუნიზაციის დაწყებისას, ახალციხეში ექთნის გარდაცვალების შემთხვევით ხსნიან.
მოქალაქეები ამბობენ, რომ თუ კი პირველ ეტაპზე, მაღალჩინოსნები და ხელისუფლოების წარმომადგენლები აიცრებიან, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ვაქცინის მიმართ, ნდობა გაუჩნდეთ.
ჩვენს მიერ გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ქრონიკული პაციენტები არიან. შესაბამისად, მათ გვერდითი მოვლენების შესახებ ნაკლებინფორმირებულობა აშინებთ. თუმცა, საყოველთაო იმუნიზაციას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ისინი, ვისაც შესაძლო გართულებების რისკი არ აქვთ, უნდა აიცრან.
მოქალაქეების მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ აცრა აუცილებელია. ვაქცინაციას ვირუსის დროული დამარცხების ერთადერთ გზად მიიჩნევენ და ჩვეულ რიტმთან დაბრუნების პერსპექტივად ესახებათ. იმუნიზაციას ეკონომიკური ცხოვრების გაუმჯობესების პირობადაც იმედოვნებენ.
იმისათვის, რომ ცხოვბრების ჩვეულ რიტმს მალე დავუბრუნდეთ, დროული ვაქცინაციაა საჭირო - ადასტურებს იმუნოლოგი. ნინო გუგუშვილის თქმით, ამისთვის,მოსახლეობის მინიმუმ 60 პროცენტის აცრაა აუცილებელი. სპეციალისტი იმასაც, ამბობს რომ პრევენციისთვის, მხოლოდ, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია, პრაქტიკაში საკმარისი არ აღმოჩნდა.
ქვეყანაში, ეკონომიკური დაღმასვლის მიზეზად, სფეროს ანალიტიკოსები, სწორედ პანდემიას ასახელებენ. არსებული რეგულაციებისა და შეზღუდვების პარალელურად, უმუშევრაედ დარჩენილი მოქალაქეები სიღატაკის ზღვარზე არიან. ამ ფონზე, ეკონომისტები, იმუნიზაციის თაობაზე მოსახლეობის სწორ ინფორმირებულობას აუცილებლობად მიიჩნევენ. ნოდარ სირბილაძე ამბობს, რომ ვაქცინაცია საფრთხის შემცველი არაა და ის შესაძლოა ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის გასაღებიც კი აღმოჩნდეს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი საყოველთაო რეგისტრაცია, უახლოეს მომავალში, დაიწყება. ინფორმაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გუშინ გაასაჯაროვა. ტიკარაძის თქმით, რომელი პრეპარატით სურთ აცრა, მოქალაქეები, თავად, აირჩევენ.