12, აპრილი 2021 17:32:00
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის, საერთო სამკითხველო დარბაზს, რამაზ სურმანიძის სახელი მიენიჭა. პერიოდიკის დარბაზს კი, ტარიელ ფუტკარაძის სახელი ეწოდა. გაიხსნა, ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების, ნაშრომებისა და ხელნაწერების გამოფენა. ღონისძიებას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად, რამაზ სურმანიძისა და ტარიელ ფუტკარაძის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.