16, აპრილი 2021 17:48:00
შუახევში, სოფელ ბარათაულში, გუშინ გვიან ღამით სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად ასევე განადგურდა საქონლის სამი სადგომი. მომხდარს 16 სული პირუტყვი ემსხვერპლა. ცეცხლი ხის სახლს გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 14 ადამიანი. დაშავებულები არ არიან. შუახევის მერიის ინფორმაციით, ზარალს კომისია შეისწავლის. დახმარების მიღებამდე, დაზარალებულებს ქირით გაიყვანენ. აჭარის მთავრობის ბიუჯეტში, ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის, 15 000 ლარია გათვალისწინებული.