16, აპრილი 2021 17:40:00
ბათუმში, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გაქურდვა სცადეს. დამნაშავეებმა, სარკმლის მინა ჩაამტვრიეს. შემთვევა, გუშინ ღამით, კომენდანტის საათის მოქმედების დროს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 19-177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.