03, მაისი 2021 17:00:00
აჭარაში კორონავირუსს 34 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქალი, კლინიკა ბიემსში გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. განცხადება გაავრცელა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ. „34 წლის ქალი კლინიკაში 8 აპრილს კოვიდდადასტურებული შევიდა . მედიკოსების ინფორმაციით, ქალს ანამნეზში აღენიშნებოდა – ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია. პაციენტს მკურნალობა უტარდებოდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ქვემო კიდურების ღრმა სისხლძარღვების ფლებიტი და თრომბოფლებიტი. მიუხადავად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.