17, მაისი 2021 13:39:00
2021-22 სასწავლო წლისთვის, ამ ეტაპზე, პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. წინ კიდევ ერთი ეტაპია და მარტში დაწყებული პროცესი ივლისში უნდა დასრულდეს. საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია უკვე საკმაოდ დიდი ხანია მოქმედებს, თუმცა რეგისტრაციის ამ ფორმას, უკმაყოფილო მშობლები ყოველწლიურად ჰყავს. მათ მუდმივად აქვთ შიში, რომ შვილს იმ სკოლაში ვერ დაარეგისტრირებენ, რომელშიც სურთ, ან უბრალოდ სკოლაში, რომელიც მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს არის და იმავე ადმინისტრაციულ უბანს ეკუთვნის. რა უპირატესობა აქვს რეგისტრაციის მოქმედ წესს და რამდენად შესაძლებელია დახვეწა, რათა იგი მეტად კომფორტული და მისაღები იყოს მშობლისთვის, დავით ბაციკაძეა ჩემი სტუმარი, აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების კომიტეტის თავმჯდომარე. ასევე, დისტანციურად შემოგვიერთდება გოჩა დავითაძე, ბათუმის რესურსცენტრის დირექტორი. მანამდე კი ჩემი კოლეგის მიერ მომზადებული სიუჟეტი ვნახოთ."
" თოქ-შოუ "