18, მაისი 2021 14:20:00
დმანისის ცენტრში მოხმდარი დაპირისპირების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.დმანისის პოლიციაში დღეს არცერთი პირი არ გამოუკითხავთ. შსს-ს ცნობით დაპირისპირებაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება უკვე მოხდა.
დმანისში საპოლიციო კონტროლი ამ დრომდე გრძელდება. სპეცრაზმი ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია. შინაგან საქმეთა სამინიტროს დანაყოფები ქალაქის შესასვლელებს ამ დრომდე აკონტროლებს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები შეჩერებულია.