19, მაისი 2021 18:23:00
„ვიქნები იქ, სადაც ჩემს ქვეყანას დავჭირდები.“ – ეს განცხადება, აჭარის განათლების მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილემ, გიორგი გახარიას გუნდში შესაძლო გადასვლის კითხვის კომენტირებისას გააკეთა. შეთავაზების შემთხვევაში, დათანნხმდება თუ არა ექსპრემიერის პარტიაში მოღვაწეობის წინადადებას? ალექსანდრე დავითაძე არ გამორიცხავს, თუმცა, არც იმას აკონკრეტებს ჰქონდა თუ არა რაიმე სახის კონსულტაცია ამასთან დაკავშირებით. როგორც თავად განმარტავს, ამ ეტაპზე, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას გააგრძელებს. ცნობისთვის, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილემ, როგორც თავად ამტკიცებს, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, გუშინ, დატოვა. იგი, პოსტზე 2019 წლის მაისში დაინიშნა.