20, მაისი 2021 18:06:00
ბათუმში, ძმები ნობელების ქუჩაზე მოსახლეობის წყალარინების ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოები 600 მეტრის სიგრძეზე განხორციელდება. მათივე ცნობით, განახლებული მიწისქვეშა კომუნიკაციით 100-მდე აბონენტი ისარგებლებს.