21, მაისი 2021 18:16:00
ბათუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. დაიწყო ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქცია და გოგოლის ქუჩისა და გოგოლის ხიდის რეაბილიტაცია. უწყების ცნობით, თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში: კეთილმოეწყო 25-მდე ქუჩა და ჩიხი. რეაბილიტირებულ ქუჩებზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც.