28, მაისი 2021 18:11:00
ბათუმში, მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ასფალტის საფარის დაგებას, დეკორატიული ფილებისა და ბორდიურის აღდგენას ითვალისწინებს. რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა 15 მისამართზე. პროექტის ღირებულება მილიონ 70 ათას ლარს შეადგენს.