07, ივნისი 2021 17:04:00
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და ქრთამის აღების ფაქტებზე, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი ცნობის საფუძველზე, უკანონოდ დაირეგისტრირეს მიწის ნაკვეთები. ფართობების საერთო საბაზრო ღირებულება დაახლოებით 39 ათას ლარს შეადგენს.