09, ივნისი 2021 18:01:00
აჭარაში, კორონავირუსით ინფიცირების 71 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 77 პაციენტი. კლინიკა დატოვა -15-მა ადამიანმა. კრიტიკულად მძიმეა 11 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აჭარის ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, კოვიდ კლინიკაში 271, კოვიდ სასტუმროში კი, 197 პირი იმყოფება. ამ დროისთვის, რეგიონში, ჯამში, 18 ათას 67 მოქალაქეა აცრილი.