10, ივნისი 2021 17:03:00
მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კრიტიკულად მძიმეა. შემთხვევა, გუშინ, გვიან ღამით, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე "მაგნოლიას" საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში, ამ დრომდე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მედიკოსების განმარტებით, პაციენტი, კლინიკაში მიყვანისას ტრავმული შოკის მდგომარეობაში იყო. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ქალი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფაქტს, 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.