10, ივნისი 2021 17:08:00
მეტსახელად „პუპუშა“, „ხონსკი“, „გიბონა“, „ტყვლიპე“, „მემი“ და სხვები - „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს მეტსახელად „გლეხოვიჩს“ კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.