18, ივნისი 2021 17:41:00
ბათუმში, მეჯინისწყლის არხზე დამცავი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამუშაოები აეროპორტის გზატკეცილის ხიდიდან ლორთქიფანიძის 150 ა-მდე, მდინარის ორივე მხარეს ხორციელდება. 2020 წლიდან დღემდე, მეჯინისწყლის არხზე ათას 230 მეტრის დამცავი კედელი ჩამოისხა, ამჯერად კი, ათას 200 მეტრიანი მონაკვეთის განახლებაა დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 2 მილიონ 256 ათას ლარს შეადგენს.