ქედის მერია, ერთადერთი პირველი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამას, მასშტაბურად, მუნიციპალიტეტის მთელ ტერტორიაზე ახორციელებს. პროგრამის განსახორციელებლად 900 ათასი ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და თანხა, მოსახლეობის მიერ წარდგენილ და მხარდაჭერილ პროექტებს მთლიანად მოხმარდება. ქედის მერიას, პროგრამის განხორციელებაში, მხარდაჭერა, ასევე მიზნობრივი პროგრამით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ გამოუცხადა, რომელსაც არასამთავრობო ორგნიზაცია „თავისფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.
ქედის მერია, ერთადერთი პირველი მუნიციპალიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც „მონაწილეობითი ბიუჯეტის“ პროგრამას, მასშტაბურად, მუნიციპალიტეტის მთელ ტერტორიაზე ახორციელებს. პროგრამის განსახორციელებლად 900 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და თანხა, მოსახლეობის მიერ წარდგენილ და მხარდაჭერილ პროექტებს მთლიანადმოხმარდება. ქედის მერიის ამ პროგრამის მხარდამჭერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშომლობის საზოგადოების მიერ მხრდაჭერილი პროექტი, რასაც არასამთავრობო ორგნიზაცია „თავისფალ ჟურნალისტთა სახლი“ ახორციელებს.
ქედაში მცხოვრები, 14 წლის გაბრიელ ალელიშვილი, ასაკით, ერთ-ერთი ყველაზე პატარაა იმ იდეის ავტორთა შორის, რაც ქედის მერიაში, სპეციალური პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირდა. გაბრიელის საპროექტო იდეა, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში, ველოსიპედით სარგებლობისთვის, სპეციალური გაჩერების მოწყობასა და საბარათე სისტემის დანერგვას ივალისწინებს. ამბობს, რომ მისი პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირებაზეა გაწერილი.
ადგილობრივ თვითმართველობაში, მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით, ქედის მერია, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავსუფალ ჟურნალისტთა სახლთან“ ერთად, „მონაწილეობითი ბიუჯეტის“პროგრამას ახორციელებს. პროეტისთვის ქედის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი გამოიყო და ეს თანხა მთლიანად სოფლებში, მოქალაქეების მიერ, წარმოდგენილი იდეების განხორციელებას მოხმარდება.
„მონაწილეობით ბიუჯეტის“ პროგრამა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. პირველი ეტაპი, რაც მოსახლეობის „კარდაკარის პრინციპით“ ინფორმირებას ითვალისწინებდა, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურალისტთა სახლის მიერ, კონკურსის წესით შერჩეულმა 15 მობილიზატორმა განახორციელა. პროგრამის ბოლო ეტაპი არჩევნებია. კენჭისყრის გზით, გამარჯვებული იდეები უნდა გამოვლინდეს.
მოსახლეობამ კენჭისყრაზე, მათთვის მისაღებ იდეას ხმა უნდა მისცეს. არჩევნები იმ საარჩევნო უბნებზე გაიმართება, სადაც, ცესკოს საარჩევნო უბნები მოქმედებს. ხმის მიცემის უფლება კი, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ყველა სრულწლოვან მოქალაქეს აქვს.
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის თავმჯდომარე პროგრამას დადებითად აფასებს. ასლან ჭანიძეს არგუმენტად, პროგრამის ფარგლებში დარეგისტრირებული იდეების რაოდენობა მოჰყავს.
მონაწილეობითი ბიუჯეტის საპილოტე პროგრამა, ქედაში, პირველად, გასულ წელს ორ ადმინისტრაციულ თემში, დაბა ქედასა და დოლოგანში განხორციელდა.