02, ივლისი 2021 15:38:00
ბათუმში, გულის შეტევით კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კაცი გარდაცვლილი დახვდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, კაცს თან არ ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები, რის გამოც მისი ვინაობის დადგენა მიმდინარეობს. რა მუხლითაა ფაქტზე საქმეზე დაწყებული ძიება? კითხვაზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ამ დრომდე ველოდებით.