20, ივლისი 2021 18:10:00
თორნიკე რიჟვაძისთვის კრიტიკული მედიის წარმომადგენლები უზრდელები ვართ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, TV25-ის ჟურნალისტს პირდაპირ უთხრა, რომ მთავრობის სხდომების შესახებ, მხოლოდ მაშინ გვაცნობებს, როცა „კარგად მოვიქცევით“. რატომ გვიწუნებს რიჟვაძე ზრდილობას? კონტრკითხვას, თავმჯდომარემ თავი აარიდა და ჩართულ კამერას გაექცა. მან უზრდელობად მიიჩნია, ჩვენი მცდელობა, დასმულ კითხვაზე პასუხი მიგვეღო. როგორც ჩანს, რიჟვაძეს არ ესმის რეალურად რას ნიშნავს პროფესია ჟურნალისტი, რა არის არაეთიკური ჟურნალისტიკა და არც ის, რომ მედიასთან ანგარიშვალდებულება აქვს. შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ აჭარის მთავრობის სხდომა, ხელვაჩაურში, ისე გაიმართა, რომ ამის შესახებ მხოლოდ სახელისუფლებო მედიებს შეატყობინეს.