13 ანიტას მოულოდნელად შეცვლილი ცხოვრება. მოზარდმა სამყაროს სხვა თვალით 2 წლის წინ შეხედა. იგი ეტლით მოსარგებლე მას შემდეგ გახდა, როდესაც კომაში ცავარდა, გამოღვიძებულმა კი ფეხები ვეღარ იგრძნო. ახლა ფიქრობს, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის შეუზღუდავი შესაძლებლობები არ არსებობს. ანიტა ტაკიძის პორტრეტი „მაცნეს“ ობიექტივში.
მისი ცხოვრება, 360 გრადუსით ორი წლის წინ შემოტრიალდა. მაშინ, როდესაც ცამეტი წლის ანეტა, მოულოდნელად კომაში ჩავარდა. იმ კადრებს ახლა დეტალურად იხსენებს, თუმცა მისთვის ამ თემაზე საუბარი დღემდე სირთულეს წარმოადგენს. კომაში მყოფმა, თითქმის ერთი თვის შემდეგ სამყაროს სხვა თვალით შეხედა.
ყველაფერი ასე დაიწყო. ანეტას, ჯანმრთელობის პრობლემა მოულოდნელად შეექმნა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა იგი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც გითხარით მოულოდნელად კომაში ჩავარდა. ბევრი მედიკამენტების და წვეთოვანის, შედეგად 13 წლის ანეტას, სეფსისი განუვითარდა, სწორედ მას შემდეგ გახდა ეტლით მოსარგებლე.
სირთულეები ნაწილობრივ გადალახა. გვიყვება, რომ ყველაზე რთული პირველად საზოგადოებაში ადაპტაცია იყო. იხსენებს, რომ მოქალაქეები ქუჩაში დაჟინებული მზერით აკვირდებოდნენ. საუბრობს იმაზეც, რომ სადაც ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის, ბათუმი შესაბამისად ადაპატირებული არაა. რთული იყო პანდემიის პერიოდიც, რადგან იქ, სადაც ფიზიოთერაპევტი მასაჟს უტარებდა და ავარჯიშებდა დაიკეტა. პროდეცურებს კი, სახლში დედა უკეთბდა.
ახლა ანეტა ფარიკაობითაა გატაცებული, დადის წრეზე და ემზადება იმისთვის, რომ ასპარეზზე იბრძოლოს. დარწმუნებულია მის შესაძლებლობებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცამეტი წლისაა იცის მისი მომავალი პროფესია, ფსიქოლოგობა სურს.
და ბოლოს, ანეტა ჩვენთან საუბარისას ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.