21, ივლისი 2021 17:20:00
ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისა და თაღლითობის ფაქტზე 5 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხოეთში სამუშაოდ მყოფი, საქართველოს 7 მოქალაქის ფეისბუქ-გვერდებზე უნებართვოდ შეაღწიეს. მათი სახელით დაუკავშირდნენ მათსავე 14 მეგობარს, რომლებსაც ონლაინ-კაზინოსა და სწრაფი გზავნილის ანგარიშებზე სხვადასხვა ოდენობის თანხები მოტყუებით ჩაარიცხვინეს. ჯამში 10 500 ლარი. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.