23, ივლისი 2021 10:14:00
ავარიას 35 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით, კახეთში, თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მოტოციკლით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოცურდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება.