24, ივლისი 2021 09:36:00
მარნეულში, შუა ხნის ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. ინციდენტი ადგილობრივ მამაკაცებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რასაც კონფლიქტის მონაწილე ერთ-ერთი პირის დედაც შეესწრო.
თვითმხილველთა განმარტებით, ქალი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა კაცმა მას დანით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. ერთ-ერთი ვერსიით, ქალს შვილისთვის მოქნეული დანა მოხვდა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კონფლიქტის მონაწილე მხარეები კი, პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან.