27, ივლისი 2021 11:31:00
აჭარაში ეპიდვითარება კვლავ მძიმეა. გასულ დღე-ღამეში, კოვიდ19 კიდევ 378 მოქალაქეს დაუდასტურდა. ოფიციალური მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 437 ადამიანი მკურნალობს, მათგან 4 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ბოლო 24 საათში, უხილავი მტერი დაამარცხა 129 პაციენტმა. დღემდე, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 44 ათას 811 შეადგინა.