30, ივლისი 2021 17:18:00
წინასაარჩევნო კამპანია სამი აგვისტოდან ოფიციალურად დაიწყება. ამ დღიდან, საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციები და შეზღუდვები ამოქმედდეება. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები თანასწორი უფლებებით სარგებლობენ და თანაბარი ვალდებულებები აკისრიათ. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებაზე წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა აკრძალულია. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად ჩაითვლება. საკრებულოებისა და მერების მორიგ არჩევნებს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს და იგი 2 ოქტომბერს გაიმართება.