31, ივლისი 2017 17:04:00
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრსა და ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელების შესარჩევად აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ მონკურსი გამოცხადა. მასში მონაწილოების უფლება მხოლოდ თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირებს შეუძლიათ, რომელთაც სფეროში საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფებს აქვთ. კონკურსის პირობების მიხედვით, სამხატვრო ხელმძღვანელობის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს კონკრეტული თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, ასევე ოთხწლიანი სამოქმედო პროგრამა, მსურველებმა საკონკურსო დოკუმენტაცია 18 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარადგინონ. გამარჯვებულს კი 5 კაციანი სარეკომენდაციო საბჭო ფარული კენჭისყრით შეარჩევს და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს წარუდგენს.