25, აგვისტო 2021 21:17:00
ცხრა წლის მანძილზე, აჭარის წყალზე მცხოვრებლებმა, დაპირებების გარდა ვერაფერი მიიღეს. ეს, რომ სიმართლეს შეესაბამება ამაში თავად დავრწმუნდით. ახლა ოცდამეერთე საუკუნეა, მმართველი გუნდი კი, სატელევეზიო კომენტარების დროს, თავს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით ხშირად იწონებს, თუმცა, გზის ამ მონაკვეთზე საუბრიბრისას, ხელისუფლება პანდემიას ვერ მოიმიზეზებს.
ორ კილომეტრიანი მონაკვეთის, დაგებას, რომ ცრა წელი არ სჭირდება ეს, სადაო არავისთვისაა. ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენს ობიექტივში მოხვდა ჯამში, ხუთი მოსახლე ცხოვრობს. აქ, ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს დასცინის და მაცხოვრებლების სიმცირის გამო, მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
გზა იმდენად ამორტიზებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, პაციენტამდე ვერ აღწევს. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა კარგი ამინდია, ის პრობლემები რაც აქ რეალურადაა, შესაბამისად ვერ აღიქმება. თუმცა, სახარბიელო ვითარება, რომ არც ახლაა, ამას ჩვენს მიერ გადაღებული კადრებიც მოწმობს.
პანდემია ვერა, მაგრამ, ხელვაჩაურის მერის მოადგილემ შესასრულებელი და განხორციელებული სამუშაოები მოიმიზეზა. კახაბერ ფუტკრაძის თქმით, მუნიციპალიტეტში მრავალი ადგილია ისეთი, სადაც გზა დაგებულია. ირწმუნება, რომ სოფელ კიბეშიც სამუშაოები მალე დაიწყება.
რაში სჭირდება ორ კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ცხრა წელი ეს, მაინც ვერ გავიგეთ, თუმცა, მერიაში გვარწმუნებენ, რომ ტენდერი, სწორედ ახლაა გამოცხადებული და გამარჯვებული კომპანიაც მალევე გამოვლინდება.