16, სექტემბერი 2021 15:18:00
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მათივე ინფორმაციით, სოფელ სამებასთან 3.3 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.
„დღეს, თბილისის დროით 14:19 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა 3.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.