16, სექტემბერი 2021 21:58:00
დაურღვეველი ტრადიცია და დაპირისპირების ფონზე მიმდინარე, ბათუმის საკრებულოს სხდომა. მიუხეადავად იმისა, რომ ეს 2017-21 წლების ბოლო სესია იყო, დეპუტატები ერთმანეთის მიმართ შეურაცყხოფებს მაინც არ იშურებდნენ. უთანხმოება ბათუმში, ერთმანეთის გგვერდგიგვერდ, მიმდინარე მშენებლობების საკითხს მოჰყვა, რომელიც მერიამ ვერა და ვერ აღკვეთა. რა ხდებოდა საკრებულოს ბოლო სხომაზე? უფრო ვრცლად სალომე უსტალიშვილი გიამბობთ.
დიახ, ეს ბათუმის საკრებულოა. წევრები ერთმანეთის მიმართ, სიტყვიერ შეურაცხყოფას არც ბოლო სხდომაზე იშურებენ. ფურცლებზე, რომლებსაც ერთმანეთს ფაქტობრივად სახეში აყრიდნენ, იმ მშენებლობების ფოტოები იყო, რომლებიც შუა ქალაქში, უნებართვოდ მიმდინარეობს და თან ვერ აღკვეთეს.
რამდენად გასაკვირი ან დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ბათუმში, ერთმანეთის გგვერდგიგვერდ, შვიდი უკანონოდ მშენებლობა, წლების განმავლობაში ისე მიმდინარეობს, რომ მისი შეჩერება მერიამ ვერ შეძლო. მშენებელს, არც ჯარიმები აშინებს.
ჩხუბისთვის, კიდევ ერთი მიზეზი ჰქონდათ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სუსიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რასაც „ქართული ოცნების“ წევრი, ნატალია ზოიძე გამოეხმაურა. მან ოპონენტს შეახსენა, რომ წლების წინ, მოქალაქეებს თავადაც უთვალთვალებდნენ და უღებდნენ.
დაპირისპირების ფონზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ სხდომათა დარბაზი დატოვა. ჩხუბი მაიც არ შეწყდა.
მერიას მუშაობას, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ უწუნებს. განცხადება საკრებულოს უპარტიო წევრმაც გააკეთა.
წევრები მხოლოდ მას შემდეგ დაშოშმინდნენ, როცა გამოცხადებული შესვენების შემდეგ, ოპოზიცია დარბაზს აღარ დაუბრუნდა. მმართველმა გუნდმა, სულ ათი საკითხი განიხილა. მათ შორის, ე.წ. შანხაის დასახლებაში, ინფრასტრუქტურული სამუშოების დაწყების საკითხი.