17, სექტემბერი 2021 12:02:00
„ცენტრ პოინტ ჯგუფის“ საქმეზე მსჯავრდებული მაია რჩეულიშვილი ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.მაია რჩეულიშვილსა და ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება დღეს გაფორმდა.თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე „მიონის“ ეპიზოდზე მაია რჩეულიშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.ომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედებოდა ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის, "მაგნოლიას" ეპიზოდსაც მოიცავდა.