17, სექტემბერი 2021 17:42:00
საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი, ბათუმში ხვალ გაიხსნება. ჩვენება კინოთეატრ „აპოლოში“ გაიმართება. ცნობილი გახდა, ფესტივალის პროგრამა და ჟიურის შემადგენლობა. წარმოდგენილი იქნება, 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე ვიხილავთ 30 მოკლემეტრაჟიან ფილმს. გარა „აპოლოსა“ ჩვენება ევროპის მოედანზეც ღია ცის ქვეშ გაიმართება. სეანსების გარკვეული ნაწილი ფასიანი იქნება დასწრების ღირებულება სამ ლარს შეადგენს, უფასოდ მოქალაქეებს ფილმის ნახვა ევროპის მოედანზე შეეძლებათ. დასწრება კი, მხოლოდ ისეთ პირებს შეეძლებათ ვინც აცრილია ან წარადგენს უახლოეს პერიოში ჩატარებულ პისიარ ტესტის უარყოფით პასუხს. ფესტივალი 24 სექტემბერამდე გაგრძელდება.