22, სექტემბერი 2021 10:31:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს, ქვემო სვანეთსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში, დაკავებული ც.ზ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ,”ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდში, დაკავებული ხ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციის მიერ ამოღებულია სანადირო თოფი, პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ხიშტდანა, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი და 530 საბრძოლო ვაზნა", - წერია ინფორმაციაში.
ნივთმტკიცებად ამოიღებულია: „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 36 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.