23, სექტემბერი 2021 10:11:00
ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ "ფაიზერის" მესამე დოზის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა გასცა. ბუსტერის გაკეთებას შეძლებენ 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები, რისკჯგუფების წარმომადგენლები, ჯანდაცვის მუშაკები, მასწავლებლები და მოხუცთა თავშესაფარში დასაქმებული პერსონალი.
FDA-ის რეკომენდაციით, ბუსტერი "ფაიზერის" აცრის მეორე დოზის მიღებიდან სულ მცირე 6 თვეში უნდა გაკეთდეს. ადმინისტრაციის განცხადებით, გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ მიიღეს.
FDA-ში ამბობენ, რომ "მოდერნას" ვაქცინის ბუსტერ დოზის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაში მიიღებენ.