09, იანვარი 2017 05:16:00
ღია ცისქვეშ მოუხდათ 20 იანვრის ყრილობისთვის 58 დელეგატის არჩევა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხულოს ორგანიზაციაში. თანაგუნდელები პარტიის ხულოს ორგანიზაციის ლიდერმა დღეს ოფისში არ შეუშვა. მიზეზად კახა დეკანაძე კონფერენციის არალეგიტიმურობას ასახელებს. პარტიაში განხეთქილებაა. კახა დეკანაძეს საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი უპირისპირდება. დელეგატების შერჩევის პროცესსაც - არა ხულოს ორგანიზაციის ლიდერი, არამედ ყოფილი კანდიდატი - ირაკლი ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა. ეს უკანასკნელი თანაგუნდელს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს, კახა დეკანაძე კი ბოდიშის მოხდას ითხოვს.