04, ოქტომბერი 2021 18:36:00
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია, რომელიც დღეს რუსთავის მე 12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან 15 საათზე დაიწყო, 18 საათზე საქართველოს ჰიმნით დასრულდა.
,,აქციები" პერმანენტულად გაგრძელდება და საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებით დასრულდება" - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". აქ წარმოდგენილი იყვნენ ოპოზიციური სპექტრი, სამშობლოში ახლახანს დაბრუნებული ემიგრანტები და სააკაშვილის მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქეები.