უკვე ცნობილია, რომ ბათუმის საკრებულო მრავალპარტიული იქნება და უმრავლეობა ოპოზიციის მხარესაა. 16 ხმა ქართული ოცნებისაა, 15 გაერთიანებული ოპოზიციის, ერთი ლელოს, სამი ხმა კი აქვს პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“. ამ მოცემულობით, ორივე მხარეს, როგორც გაერთიანებულ ოპოზიცას, ისე ოცნებას, გადაწყვეტილებების მიღებისას, სწორედ გახარიას პარტიის მხარდაჭერა დასჭირდება. როგორი იქნება პოზიციები, პროგნოზი უჭირთ ოპოზიციაშიც, თუმცა ფიქრობენ, რომ ცვლილებების საჭიროებას ექსპრემიერის პარტიაშიც საჭიროდ მიიჩნევენ, ამიტომ მხარდაჭრის იმედი აქვთ, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის დროს.
წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულო კოალიციურად დაკომპლექტდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 35 წევრიდან „ქართულ ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, 15 წევრით იქნება წარმოდგენილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ოპოზიციას 1 წევრი ლელოდან, 3 დეპუტატი კი, „გახარია საქართველოდან“ ემატება. ეს პირველი შემთხევვაა, როცა წარმომადგენლობით ორგანოში. ბოლო 9 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა. ვის ინტერესებს გაატარებს, პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სულ ცოტა ხნის წინ გამოეყო. გუნდში ასე გვპასუხობენ:
გამოდის, რომ გახარიას გუნდის 3 წევრი, ბათუმის საკრებულოში ერთგვარი გადაწყვეტილების მიმღები გახდა. იქნება თუ არა ექსპრემიერის გუნდი რეალური ოპოზიცია წარმომადგენლობით ორგანოში, პირველივე სხდომაზე გახდება ნათელი. გვარწმუნებენ, რომ საზოგადოების ინტერესებს გაატარებენ, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობენ. კითხვაზე, დაუჭერენ თუ არა მხარს, საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციონერ კანდიდატს, პარტიაში ბუნდოვანი პასუხი აქვთ.
დღეს გაჟღერებული ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის შესაძლო კანდიდატად ირაკლი კუპრაძეს განიხილავს. პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ამ შემთხვევაში, გახარიას გუნდი, გადაწყვეტილებას ოპოზიციის სასარგებლოდ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას, ექსპრემიერის პარტიის წევრებთან, კონსულოტაციები ჯერ არ გაუვლია, კუპრაძშე ფიქრობს, რომ მათი ინეტრესები თანხვედრაში იქნება საერთო ინტერესებთან.
რას მოიმოქმედებენ გახარიას პარტიაში, წინასწარი შეფასება უჭირთ, ნაციონალურ მოძრაობაშიც. აქ ვერ პროგნოზირებენ, რა მიმართუელბას აიღებს, ექსპრემიერის გუნდი. მთავარ ოპოზიციურ ძალაში ამბობენ, რომ უმთავრესი მიზანი მიღწეულია და წარმომადგენლობითი ორგანო ოპოზიციის უმრავლესობით დაკომპლექტდა.
ოპოზიციური უმრავლესობით დაკომპლექტებული ბათუმის საკრებულო სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარის ასარჩევად, 18 დეპუტატის ხმაა საჭირო. უხელმძღვანელებს თუ არა, ოპოზიციის წაქრმომადგენელი ორგანოს, რომელმაც თვითმმართველი ქალაქის მერიას უნდა გაუწიოს კონტროლი, ექსპრემიერის გუნდზეა დამოკიდებული.