07, ოქტომბერი 2021 11:00:00
ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 28 პაციენტი.
დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 711 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 596 380.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 162 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევიდან, ყველაზე მეტი, თბილისში ფიქსირდება, 638 შემთხვევა. რაც შეეხება აჭარას, რეგიონში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.