07, ოქტომბერი 2021 14:34:00
კათალიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ საააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, აღნიშნა, რომ მას ამისთვის პატრიარქის კურთხევა აქვს.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეომასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.