11, ოქტომბერი 2021 19:07:00
ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას, პრემიერი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ცენტრალური ხელისუფლება აჭარის მთავრობასთან ერთად იზრუნებს, რომ დაზარალებულებს საცხოვრებელი ბინები და ფულადი კონმპენსაცია დროულად გადაეცეთ. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურებზე რეგულაციები გამკაცრდება. იგივეს ამბობს, რეგიონში მყოფი შინაგან საქმეთა მინისტრიც. ვახტანგ გომელაურის თქმით, ამ კუთხით, ქვეყნის მასშტაბით, ბევრი პრობლემა იკვეთება. მისივე მტკიცებით, ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობა, ამ დრომდე, არ გამოკვეთილა. გაფართოვდება თუ არა ბრალდებულ პირთა წრე უცნობია.