12, ოქტომბერი 2021 11:46:00
აჭარაში, 46 კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. მიზეზი კორონავირუსის დადსტურებული შემთხვევების გამოვლენა გახდა.
"ონლაინზეა 46 კლასი: ბათუმი - 28, ქობულეთი - 15, ქედა - 2, შუახევი - 1" - ამბობენ საზ. ჯანდაცვაში.
ამ ეტაპისთვის, სრულად დახურულია 1 საგანმანათლებლო დაწესებულება. სკოლა ხელვაჩაურში დაიკეტა.