12, ოქტომბერი 2021 21:36:00
ეს განცხადება, იმ მუშამ გააკეთა, რომელმაც შვილთან ერთად, 26 მაისის ქუჩაზე არსებულ, შვიდ სართულიან კორპუსში სავარაუდოდ, საყრდენი კედლების დემონტაჟი განახორციელა. ვისზე გადის დანაშაული? მუშებზე, რომლებმაც კორპუსის მდგრადობა დაარღვიეს, თუ ბინის მესაკუთრეზე ვინც დავალება გასცა. ამას რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, თუმცა, მომხდარი ტრაგედია, საინჟირო ცოდნის გარეშე თვითნებურად განხორციელებული სამუშოების შედეგი რომაა ნათელია.
ნებისმიერ სამშენებლო საქმიანობას, შესაბამისი ცოდნა, რომ სჭირდება, ამაზე არქტიტექტორებიც თანხმდებიან. თუმცა, ფაქტია, რომ ქვეყანა კვალიფიციური და სერთიფიცირებული მუშების ნაკლებობას განიცდის. ის ვინც სამსახურს ვერ შოულობს, ისინი ვისაც შემოსავალი სჭირდება, მარტივ გამოსავალს პოულობენ - შესაბამისი განათლების გარეშე, კერძო პირთან ან სამშენებლო სექტორში საქმდებიან. ეს, რომ მიზანშეწონილი არაა, ამას არქტიტექტორი დუგლას ზამთარაძეც გვეუბნება. მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც, ბრალეულობა სახელმწიფოზე გადის, რადგან მოქალაქეები, ამ გადაწყვეტილებამდე, მძიმე სოციალურ მდგომარეობას მიჰყავს. გამოცდილი არქიტექტორი საუბრობს შესაბამისი და აუცილებელი კონტროლოს არ არსებობაზეც.
ის ვინც სერთიფიცირებულია და შესაბამისი ცოდნა გააჩნია, დასაქმების სააგენტო ასაქმებს. აქ, გვეუბნებიან, რომ სამშენებლო სექტორში არაკვალიფიციური მუშა, ე.წ ბრიგადირთან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ხვდება და შესაბამისად პასუხისმგებლობაც ამ უკანასკნელზე გადის.
მუშები, რომ სერთიფიცირების გარეშე საქმდებიან და ამას არავინ აკონტროლებს ამბობენ მოქალაქეებიც. ფიქრობენ, რომ მკაცრი კონტროლი სახელმწიფომ უნდა გასწიოს, რადგან, სწორედ, მუშების დაუდევრობამ იმსხვერპლა ცხა ადამიანის სიცოცხლე.
არაკვალიფიციური მუშების, შესრულებული საქმე, რომ ჩვენი სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგეს ადასტურებენ დარგის სპეციალისტები. რატომ ვერ ახორციელებს სახელმწიფო, შესაბამის კონტროლს? ახლა, ყველა, ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრობს. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ზედამხე3დველობის სამსახურების უპასუხისმგებლობის შედეგია, ნაწილი კი, ისევ იმ თვითდასაქმებულებისკენ იშვერს ხელს, ვინც, მზიდი და არამზიდი კონსტრუქცია მოშალეს. და მაინც რამ გამოიწვია მომხდარი უბედურება და რა შემთხვევაში იყო შესაძლებელი, მსგავსი შედეგის თავიდან აცილება. ეს კითხვები ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება.