13, ოქტომბერი 2021 12:57:00
,,თავისუფლება მიშას'' - ამ სათაურით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ხელს ბათუმში, კულტურის სფეროს წარმომადგენლები აწერენ. მათ შორის არიან, მსახიობები, ყოფილი ფეხბურთელები, ექიმები, მომღერლები.
ხელმოწერა, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' შტაბშია შესაძლებელი. აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის პატიმარია.
მოითხოვენ, ექსპრეზიდენტი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.