15, ოქტომბერი 2021 11:05:00
აჭარაში, კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასულ დღე-ღამეში, კოვიდის 178 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 103 პაციენტი.
განახლებული მონაცემების თანახმად, კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 11 ინფიცირებული.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კოვიდი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
საქართველოში ვაქცინაცია პანდემიიდან 1 წლის შემდეგ, 2021 წლის 15 მარტიდან "ასტრაზენეკათი" დაიწყო.