18, ოქტომბერი 2021 11:16:00
ავტოსაგზაო შემთხვევა თუშეთში. მაღალი გამავლობის მანქანა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რა დროსაც ავტომობილში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
ინციდენტი ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 30-ე კილომეტრზე მოხდა.
შედეგად, 1 ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა, ორი კი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.