19, ოქტომბერი 2021 10:32:00
19-20 ოქტომბერს, საქართველოს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნული სპეციალური წარმომადგენელი ეწვევა. ხავიერ კოლომინამ პოსტზე ჯეიმს აპატურაი ჩაანაცვლა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, 19 ოქტომბერს, კოლომინა შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან.
ამასთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.
ხავიერ კოლომინა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, თავდაცვის მინისტრთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.