21, ოქტომბერი 2021 17:12:00
შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების სექტორში ავტორიზაცია გაიარა. ორგანიზაციას ლიცენზია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიანიჭა. სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის შეფასებით, „ბათუმის წყალმა“ ავტორიზაცია ახალი კანონმდებლობის შესაბამისად წარმატებით გაიარა. შპს დღემდე 2011 წელს აღებული ლიცენზიის ფარგლებში მოქმედებდა. ლიცენზიის მიღების მიზნით კომპანიამ შესაბამისი განაცხადით მარეგულირებელ კომისიას გასული წლის თებერვალში მიმართა.